08:59 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 14:16:51, 779 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციებზე დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მომხდარიყო, თუმცა, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურად ესწრებოდა, რის გამოც, მოწმეთა დაკითხვა აღარ მოხდა. სასამართლომ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადასინჯა.

პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები ისევ არსებობდა. კერძოდ კი, თოდუას თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები კვლავ არსებობს, რის გამოც პატიმრობა უცვლელი უნდა დარჩენილიყო.

ადვოკატები ბრალდების პოზიციას არ დაეთანხმნენ. ისინი შუამდგომლობდნენ დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ, რის განსაზღვრასაც მას მიანდობდნენ. უფლებადამცველები სასამართლოს ბრალდებულების მიმართ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებას, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებას სთავაზობდნენ.

სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულების ნაწილმაც და მათ სასამართლოს უთხრეს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics