|
2025-05-01 17:10:43, 1043 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისქალაქობა 2025 - წელს, დღესასწაულს თიბისიც უერთდება
გვირილობის საგაზაფხულო დღესასწაულში, რომელიც ქუთაისში ყოველწლიურად იმართება, წელს, მონაწილეობას თიბისიც მიიღებს და შევეცდებით, ადგილობრივებს ეს დღე უფრო გავულამაზოთ. ქუთაისელები ხომ გვირილობას განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავენ. ეს მხოლოდ ერთი დღე არ არის - ეს მოგონებებია ბავშვობაზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე და გაზაფხულზე, რომელიც ქალაქში ყოველთვის ცოტა ადრე შემოდის. არაფერი სჯობს გაზაფხულზე ქუთაისს. გვირილობა ხომ ბუნების, ქალაქის და ხალხის დღესასწაულია. ქუთაისი ამ დღეს თავის წარსულსა და აწმყოს აერთიანებს. შენ კი, გიწვევს, რომ გახდე ამ სიხარულის ნაწილი. აქ იმაზე მეტი სითბოა, ვიდრე ქალაქის გული დაიტევს. აქ ერთიანდება ტრადიცია, თანამედროვეობა, ემოცია, სიხარული, მოგონებები და იმედი. აქ ადგილობრივები და სტუმრები ერთად ზეიმობენ. წელსაც, ტრადიციულად, ქალაქის ისტორიულ ცენტრში 12:00 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები, სპორტული და საბავშვო აქტივობები, სპექტაკლები. გულწრფელად გვიხარია, რომ წელს, თიბისი ამ ყველაფრის ნაწილი გახდება და ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს ბრენდირებულ საჩუქრებსა და მოსასვენებელ სივრცეს შესთავაზებს. ამასთან, არ გამოტოვოთ თიბისის 2 მაისის შეთავაზება: გადაიხადე ქუთაისქალაქობაზე ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 30 ლარი მომენტალურად, სულ 20 ობიექტში. აქცია ვრცელდება მხოლოდ ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში. აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია რამდენჯერმე. გელოდებით ქუთაისში!
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)