|
2025-04-30 18:15:05, 1163 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზების ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას აგრძელებს და მათ ლოიალური მომხმარებლების მოზიდვაში უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს კიდევ ერთი ფუნქციონალი — მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზება დაემატა. მას შემდეგ, რაც ბიზნესი Ads მენეჯერში გასააქტიურებელ შეთავაზებას (ფასდაკლება, ქეშბექი ან PLUS ქულების დაგროვება) შექმნის, იგი საქართველოს ბანკის მობილბანკში გამოქვეყნდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა აღნიშნული შეთავაზება ღილაკზე თითის დაჭერით უნდა გაააქტიუროს. აქტივაციის შემდეგ, შეთავაზება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ბიზნესებს Ads მენეჯერში ამ ტიპის შეთავაზების შექმნისას შესაძლებლობა აქვთ, დააწესონ აქტივაციის მაქსიმალური რაოდენობა, (მაგ: ფასდაკლებით სარგებლობა შეძლოს მხოლოდ 500-მა მომხმარებელმა), რომლის მიღწევის შემდეგ, შეთავაზება შეწყდება. „საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი მუდმივად განახლებადი პლატფორმაა და ვამაყობთ, რომ მას რეგიონში ანალოგი არ აქვს. ახლახან მას არაერთი საინტერესო ფუნქციონალი დავამატეთ. გასააქტიურებელი შეთავაზების მეშვეობით კი ბიზნესებს შესაძლებლობა მივეცით, ზუსტად გაიგონ, სასურველი სამიზნე აუდიტორიიდან რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა შეთავაზებით, ამასთან, ლიმიტის დაწესებით, მისი მასშტაბურობა განსაზღვრონ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც Ads მენეჯერის, ისე ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული სხვა ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებას“, - ამბობენ საქართველოს ბანკში. გაიგეთ მეტი Ads მენეჯერის შესაძლებლობების შესახებ და ისარგებლეთ პლატფორმით ამ ბმულიდან. ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება დირექტორმა უნდა მიანიჭოს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)