|
2025-04-29 13:13:44, 625 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - რეჟიმის წარმომადგენლების ქმედება შეუმჩნეველი არ დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტების და ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლებში განხორციელებული ჩხრეკები, „სადამსჯელო ოპერაციას ემსახურება”. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ეს ქმედება საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეუმჩნეველი არ დარჩება. „პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სადამსჯელო ოპერაციას ნანუკა ჟორჟოლიანის და იმ ფონდების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს, სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ისინი გვერდში უდგანან რიგით ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ მოღალატეობრივი კრიმინალური რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე ითხოვენ საქართველოში ნორმალური, ცივილიზებული ადმინისტრაციის და ხელისუფლების პირობებში, ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მინდა რეჟიმის წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი ქმედება, არც შეუმჩნეველი დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არც დაუსჯელი საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც ამის დრო მოვა. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი პატრონები - ეს გლობალური რაშიზმი, რასაც ჰქვია რუსული იმპერიალიზმი, დაყრდნობილი ფაშისტურ იდეოლოგიაზე, ეს რაშიზმი ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს. გარდა ამისა, ვხედავთ რა ვითარებაა მსოფლიოში, ნამდვილად არ არის ეს რუსეთის და რაშისტული იმპერიის სასარგებლოდ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველ ხალხს გაუხარდება, რაშიზმი აუცილებლად დამარცხდება და შესაბამისად, დამარცხდება რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში“, - განაცხადა ბარამიძემ.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)