|
2025-04-29 12:26:06, 619 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ცქიტიშვილი - ჩემი სახლიდან ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის თანამშრომლებმა, როგორც ალეკო ცქიტიშვილმა განმარტა, სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი ამოიღეს. „ჩატარდა 2 საგამოძიებო მოქმედება, ერთი პირადი ჩხრეკა, ქუჩაში გამჩხრიკეს, ძირითადად კარგად იქცეოდნენ. გამოძიება ეხება უკანონო საქმიანობას ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. პროკურატურისა და ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის საქმიანობა არის უკანონო. დევნა მიმდინარეობს უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ. პირადი ჩხრეკის შემდეგ მეორე განჩინება გამაცნეს და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი. გამოკითხვაზე, ალბათ, დამიბარებენ და შემდეგ შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, არავის ეშინია“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა. თავის მხრივ, ადვოკატის თქმით, „ჩხრეკა მშვიდ ვითარებაში წარიმართა“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)