|
2025-04-27 16:53:32, 659 ნახვა
პოლიტიკა
სპორტის სამინისტროსთვის ავტომობილების პირველი კლასის მოდელები შეიძინეს - სულ 440 ათას ლარზე მეტის
ახლად შექმნილი სპორტის სამინისტროსთვის "ტოიოტას" და "კიას" მანქანები შეიძინეს. პირველი კლასის მოდელები ე.წ მინისტრისთვის და მისი ე.წ მოადგილეებისთვისაა ნაყიდი. ჯამში, ავტომობილებში 440 ათას ლარზე მეტია გადახდილი. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბალანსზე ჯამში 46 ავტომობილი ირიცხებოდა. უწყების აპარატის ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო ხარჯების შესახებ ასეთია: საწვავის ხარჯი მთელი წლის მანძილზე 176 004 ლარი, ხოლო ტრანსპორტის ტექნიკურ მომსახურება – 181,211 ლარი. სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილები განათლების, კულტურისა და სპორტის კომპონენტებისთვის ასე იყო განაწილებული: 23 მსუბუქ ავტომობილს ფლობდა განათლება, კულტურას ჰყავდა 15 ავტომობილი და სპორტს – 8. შესაბამისად, თეა წულუკიანის უწყებას ახალი სამინისტროს ჩამოყალიბების შემდეგ, 23 ავტომობილი შეხვდებოდა. რაც შეეხება, კონკრეტულად, განათლების მიმართულებას, მისთვის განკუთვნილი 23 ავტომობილის ღირებულება შეფასებულია 134 147 ლარად. უწყების მფლობელობაში ყველაზე ახალია 2019 წელს გამოშვებული კია, რომლის ღირებულებაც 41 019 ლარია, თუმცა ექსპლუატაციის შემდეგ შეფასებულია 31 297 ლარად. სამინისტროს ბალანსზეა, ასევე, 2018 წელს გამოშვებული ტოიოტა პრადო LC 150 , რომელიც 31 297 ლარადაა შეფასებული. ავტოპარკში გვხვდება ასევე 2015 წლის გამოშვების, 12 786 ლარად შეფასებული ავტომობილი MERCEDES BENZ(SPRINTER 308 CDI). ჩამონათვალშია ასევე 2011 წელს გამოშვებული რამდენიმე კია სპორტიჯის მარკის ავტომობილი, რომელთა საბაზრო ფასიც 23 000 ლარია, თუმცა 2020 წლის მონაცემებით შეფასებულია 14 973 ლარად. ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნება" ხალხის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს რეჟიმის ახირებების დაკმაყოფილება უწევს.
შპს "ნიაური და კომპანიას" გენერალური დირექტორი ბადრი ნიაური ამბობს, რომ აღნიშნული ავტომობილების შესყიდვის საჭიროება სამინისტროს არ აქვს, თუმცა "ოცნება" მხოლოდ პრივილეგიებზეა ორინეტირებული.
სპორტის სამინისტრო კულტურას იანვარში, კობახიძის გადაწყვეტილებით გამოეყო.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)