|
2025-04-27 13:35:14, 720 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში მოქმედი რუსული პარტია, რუსი პრანკერების განხორციელებული ქმედების შემდეგ ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს
საქართველოში მოქმედი რუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. საფუძველი კი კრემლის პროპაგანდისტულ პირველ არხზე, ОРТ-ზე გასული პრანკერების ჩანაწერი გახდა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, ლიდერებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს საჯარო განცხადებების ფორმით - განცხადება პროკურატურაში, მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრებისათვის განკუთვნილ ყუთში მოათავსეს. „ვითხოვეთ ხელისუფლებისგან, პროკურატურისგან, მოახდინონ რეაგირება, რამეთუ ჩვენ ვთვლით და გვჯერა, რომ ... არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მომენტები“, - ამბობს მიხეილ ჟღენტი გავრცელებულ ვიდეოში. ოთხშაბათს, სოცქსელში გამოჩნდა ჩანაწერები - რუსი პრანკერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსი ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს: „იმაში გასარკვევად, ვინ დგას საქართველოში მიმდინარე პროტესტების უკან, რომლებიც უკვე მეხუთე თვეა არ წყდება, დავუკავშირდით საქართველოს ექსპრეზიდენტს, საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს. საუბარი მიმდინარეობდა უცხოეთის აგენტ გარი კასპაროვის სახელით“, - წერენ რუსი პრანკერები „ვოვანი და ლეკსუსი“ თავიანთ ტელეგრამ-არხზე და ვიდეოსაც ურთავენ. თავად ზურაბიშვილს კომენტარი ამ ამბავზე ჯერ არ გაუკეთებია. გავრცელებული ვიდეოს თანახმად, რომელიც დამონტაჟებულია და რუსულად გადახმოვანებული, პრანკერებმა ქართველ პოლიტიკოსთან განიხილეს თბილისში მიმდინარე პროტესტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება. „გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ ინიციატივა, ჰუმანიტარული დახმარება რუსეთის კურსკის ოლქს, მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის მოლაპარაკებებში, კავშირები „რუს-ქართველ ოლიგარქ“ ოთარ ფარცხალაძესთან... - ასეთია ბოლო პერიოდში გააქტიურებული პრორუსული პარტიის მოკლე დოსიე.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)