|
2025-04-24 16:16:17, 957 ნახვა
სამართალი
აქციების დროს დაკავებული 11 პირის მომდევნო პროცესი პირველ მაისს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის მომდევნო სასამართლო პროცესი პირველ მაისს გაიმართება. ასევე გაიწერა მომდევნო სხდომების ჩატარების გრაფიკიც. შემდეგი სხდომა შესავალი სიტყვებით გაიხსნება, შემდეგ კი სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ. ასევე დაცვის მხარემ სხდომის გახსნის შუამდგომლობა დააყენა. რაც მოსამართლე გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა. პროკურორის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ სხდომა ისევ ამ ფორმატით უნდა გაგრძელდეს, რადგან დარბაზიდან მოსამართლეს "ემუქრებოდნენ". გალუსტაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა. დღევანდელ პროცესს ერთ-ერთი ბრალდებული რევაზ კიკნაძე არ ესწრება. სხდომაზე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომებზე რევაზ კიკნაძის დაბრუნების შუამდგომლობა დააყენა. რაც გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა. რევაზ კიკნაძე სასამართლო სხდომიდან 25 მარტს გააძევეს. იქამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს უთხრა, რომ სურდა პროტესტის ნიშნად დარბაზი დაეტოვებინა, რადგან სხდომაზე ბრალდებულების ოჯახის წევრებს არ უშვებდნენ. ბოლო რამდენიმე სხდომა ნახევრად დახურულ ფორმატში ჩატარდა. ბრალდებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ ეძლეოდათ. 5 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ერთ-ერთი ბრალდებული ჯანო არჩაია გააძევეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა, საქმის განმხილველი წინა მოსამართლის ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. 11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)