10:31 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 18:44:33, 1118 ნახვა

სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს მოკვლით ემუქრებიან

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, მის კლიენტს მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილი ადვოკატი, რიჩარდ ამსტერდამი ავრცელებს.

ამსტერდამის განცხადებით, ორ უცხოურ სადაზვერვო სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისი კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს, მოკვლით ემუქრებოდნენ. “სახიფათო ვითარების” ფონზე, რომელშიც მისი კლიენტი იმყოფება, ადვოკატი საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ ბაჩიაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ და სავარაუდო შეთქმულების უკან მყოფი პირები გამოიძიონ.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად ძალადობის ნებისმიერ დონეზე წავა, რომელიც საჭირო იქნება რეჟიმის ყველა რეალური პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის მოსასპობად,” - განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მოკვლის შეთქმულება შესაძლოა იყოს “უცხოური ძალების სამუშაო, რომლებიც საქართველოში ვითარების კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაციას ცდილობენ”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics