|
2025-04-23 11:45:42, 843 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - საფუძვლები, რის გამოც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვირღვევია
ვიზალიბერალიზაცია არის მეგობრული ჟესტი ორივე მხარის მხრიდან და თუ შენ ამ ვიზალიბერალიზაციას, მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსს სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი?, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი მანიპულაციის საშუალებაა. მაჭარაშვილი იხსენებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომ "ევროკავშირი ამერიკას უსამართლოდ ექცევა" და კითხვას სვამს, ამის შემდეგ "რატომ გვიკვირს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია, უსამართლოდ მოექცევა საქართველოს?!" "სამწუხარო მოცემულობაა ის, რომ ევროკავშირის მხრიდან ჯერ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა სავაჭროდ და მანიპულაციებისთვის. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, უკვე მოლაპარაკებების გახსნის მექანიზმი იყო გამოყენებული მანიპულაციებისთვის. ახლა ვიზალიბერალიზაცია ხდება მანიპულაციის საშუალება. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ ის საფუძვლები, რის გამოც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვირღვევია, შესაბამისად, ზოგადად, რატომ დგება ეს საკითხი, მათ შორის, "ნაცმოძრაობის", მხრიდან დღის წესრიგში? გეტყვით რატომაც დგება. ზუსტად იმიტომ, რის გამოც კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა დგებოდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვიყავით ყველა მონაცემით, მაგრამ იმათ მისცეს [სტატუსი] და ჩვენ არა. ე.ი. მანიპულაციის საშუალება იყო. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ამას. ვიზალიბერალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეს არის მეგობრული ჟესტი ორივე მხარის მხრიდან და თუ შენ ამ ვიზალიბერალიზაციას, მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსს სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი?! მე შეგახსენებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებს და მე მგონი, ამით დამტკიცდება ყველაფერი - აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა შეერთებულ შტატებს და ახლა რატომ გვიკვირს ჩვენ რომ ევროკავშირის ის ბიუროკრატია, სამწუხაროდ, უსამართლოდ მოექცევა საქართველოს?!" - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)