|
2025-04-18 15:19:36, 541 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიცია პარტნიორებს არწმუნებს, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი
რადიკალური ოპოზიცია პარტნიორებს არწმუნებს, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები , რათა კრიზისულმა სიტუაციამ დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოიტანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოს შემთხვევაში სანქციების პოლიტიკას მხარს უჭერს. „ბჭობა მიდის, რომ რევოლუციის მათმა გეგმამ ვერ გაამართლა და ახლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საჭიროა უფრო ხისტი დამოკიდებულება. რასაკვირველია, მოგონილი მიზეზებით ასეთი გადაწყვეტილებების მიღების სურვილი და ინტერესი აქვთ. ამაში აქტიურად ჩართულია რადიკალური ოპოზიცია. ისინი პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები და საქართველოში ისეთი ვითარების შექმნა, რომ კრიზისულმა სიტუაციამ რადიკალურ ოპოზიციას დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოუტანოს და ბოლოს და ბოლოს, ეს რევოლუციური სცენარი შედგეს. ამან დღემდე არ გაამართლა და ამასთან დაკავშირებით თავის პოლიტიკურ ინტერესს ვერც გერმანია და ვერც მთლიანად ევროკავშირი ვერ მალავს. ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, მათ შორის ბავშვების. ამ ფონზე კი, საქართველოს შემთხვევაში სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერა ხდება. შოლცის მთავრობის ინერცია გრძელდება, თუმცა ეს მხოლოდ შოლცის მთავრობა არ არის, ეს არის ადამიანების დიდი გუნდი, ვინც საქართველოსთვის ზიანის მისაყენებლად დარაზმულები არიან. ეს ბოროტი პრაგმატიზმია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)