|
2025-04-17 18:36:40, 585 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოსულიყო სასახლიდან
29 დეკემბერთან დაკავშირებით მაშინ ვთქვი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, ჩვენ ვართ ძლიერები და რეჟიმი არის სუსტი - მე ჩემი სიტყვა პირველ ეტაპზე გამარჯვებისთვის ვთქვი, რომელიც სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძის განცხადებით, მაშინ „საგოლე მომენტი“ იყო, ხოლო ახლა „მარათონის ეტაპზე გადავედით“. ,,გვაქვს თუ არა გეგმა, გვქონდა თუ არა გეგმა პროტესტთან დაკავშირებით?! მე მინდა გაგახსენოთ კიდევ ერთხელ, ეს გეგმა მე მქონდა და ეს გეგმა ეხებოდა 29 დეკემბერს. 29 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტი, იმუნიტეტით და საერთაშორისო აღიარებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს გვქონდა იმუნიტეტი. ეს მკაცრი კანონები, როგორიც არის ნიღბები და ჯარიმები ჯერ არ იყო მიღებული. როგორც ფეხბურთშია იყო საგოლე მომენტი. მაშინ მე როგორც პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკოსმა, ვთქვი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, ჩვენ ვართ ძლიერები და რეჟიმი არის სუსტი. როდესაც ბრძოლაში ხარ მთავარი არის თუ როგორ გადაანაწილებ ძალებს. ახლა გადავედით მარათონის ეტაპზე, მე ჩემი სიტყვა პირველ ეტაპზე გამარჯვებისთვის ვთქვი, რომელიც სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული. ვინც ამას არ დაეთანხმა თავის დროზე, მას უნდა ვკითხოთ, თუ რატომ არ გაიზიარეს ეს იდეა”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)