|
2025-04-16 20:47:25, 1092 ნახვა
სამართალი
სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. თანხის დაფარვის ვადად ერთი თვე განისაზღვრა. ჯაფარიძის თქმით, ის ერთი თეთრის გადახდას არ აპირებს. "თქვეს, რომ "არ ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, არ ვაღიარებ პარლამენტს და არ ვაღიარებ მთავრობას, ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ მივიმალო ან ჩავიდინო რაღაც სხვა დანაშაული", რაზეც ავუხსენი, მიმალვა რომ მნდომოდა, სტრასბურგში ვიყავი, როდესაც დაბარებაზე შეტყობინება მომივიდა და ჩამოვედი, ეს ერთი. მეორე, რა დანაშაული უნდა ჩავიდინო კიდევ, ეს სრულიად გაუგებარია. არც ნასამართლობა მაქვს. თუ იმაზეა საუბარი, რაღაც კომისია რომ არის და მანდ დამიბარებენ, მაგაზე ვუთხარი, 20-ჯერ რომ დამიბარონ, არცერთხელ არ ვაპირებ მისვლას - მეთქი. სინამდვილეში, არ არსებობდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიებად რამე გამოეყენებინათ, რადგან არსად გაქცევას არ ვაპირებ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ. ბრალდებას კი მიაჩნია, რომ 20 000 ლარის ოდენობით გირაო ზურაბ ჯაფარიძის "სათანადო ქცევას" უზრუნველყოფს. "არსებობდა ორი საფრთხე - ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის. ბუნებრივია, როდესაც ამ საფრთხეებთან მიმართებით ვსაუბრობთ, აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მისი სათანადო ქცევა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოში არსებითი განხილვების ეტაპზე. მიგვაჩნია, რომ 20 000 ლარის ოდენობის გირაო უზრუნველყოფს მის სათანადო ქცევას", - განაცხადა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა. ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს. ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
მედვედევმა შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის დროს ირანისთვის პირდაპირ დახმარებაზე ისაუბრა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)