|
2025-04-16 18:44:08, 664 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე აირჩია მოსამართლე რევაზ ნადარაია. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა. რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2025 წლის 3 აპრილს. სხვადასხვა დროს იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პალატებში); საკონსტიტუციო სასამართლოში გაწესებამდე, 2021 წლიდან, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. სხვადასხვა დროს, ამავე სასამართლოში ეკავა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარის პოზიციები. ამასთანავე, რევაზ ნადარაია 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, 2019 წელს კი არჩეულ იქნა საპროკურორო საბჭოს წევრად.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)