|
2025-04-16 18:12:31, 593 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ბრალს რომ წარმიდგენდნენ, გასაგები იყო, პრობლემას ვერ ვხედავ
თბილისის პროკურატურაში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალდების წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. გვარამია უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. "ბრალს რომ წარმიდგენდნენ, გასაგები იყო ისედაც, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ. ოპოზიციის ყველა გამბედავი წევრი ამ ბრალის "მსხვერპლია". რაც შეეხება გირაოს, მე არ ვარ მარტო, ჩემს უკან ჩემი გუნდია, მასთან ერთად ვიმსჯელებ. ჯერ დადგეს ეს საკითხი და მერე ვილაპარაკებ ამ თემაზე", - განუცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე. ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ უპასუხა. ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)