|
2025-04-16 10:50:19, 955 ნახვა
სამართალი
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. ამ გადაწყვეტილებით გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი, მას პროცედურულად დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა. თუმცა, ის პენიტენციური დაწესებულებიდან არ გამოცხადებულა. როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, ჯაიანმა წერილი გამოგზავნა, სადაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს. ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას. ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
მედვედევმა შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის დროს ირანისთვის პირდაპირ დახმარებაზე ისაუბრა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)