|
2025-04-15 13:23:57, 651 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ
აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ კადიროვიზაციის, ბელარუსიზაციის პირობებში არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. აღნიშნულით ის ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მოხდება. გიორგი ბარამიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ. „კარგად მოგეხსენებათ, რომ როდესაც ეს პუტინის მონა, ბორენკა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საჯაროდ თქვა, რომ ამოცანა არის “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება. ის კი არა, რომ თავისი დაპირებები შეუსრულოს ხალხს-სამუშაო ადგილები მისცეს, იაფი ფული, რომელსაც ჰპირდებოდა, ის კეთილდღეობა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ბანდამ მიიღეს ხალხის ძარცვის ხარჯზე. რას ამბობენ და რას არ ამბობენ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მოგიწოდებთ პრესა იქნებით თუ სხვა დაინტერესებული ადამიანები, ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ისინი პიარით არიან დაკავებულები. „ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ „კადიროვიზაციის“, ბელარუსიზაციის პირობებში არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 14 აპრილს გამოაცხადა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გააგრძელონ. შესაბამისად, მისი თქმით, “კოლექტიურ ნაცმოძრაობას", კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, „ქართული ოცნებაში“ განმარტეს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი თვითმმართველობის არჩევნებში „სახელოვნად გამარჯვების“ შემდეგ მომზადდება. „მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში”, - განაცხადა მდინარაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)