|
2025-04-11 16:20:44, 580 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილი
კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე, კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია - ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა. მისივე თქმით, ამჟამად, „არსებობა ომის პირობებში გვიწევს და დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია“. „დიპლომატიის ძალაზე საუბრისას უნდა გავმიჯნოთ მშვიდობიანობისა და ომიანობის პერიოდი. დიპლომატიას აბსოლუტურად განსხვავებული ძალა აქვს ამ ორ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო მოვლენათა განვითარების ამ ორ ეტაპს ვადარებთ. ამჟამად არსებობა ომის პირობებში გვიწევს, ჩვენ ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს და ამ სიტუაციაში ჩვენი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვათ, რომ დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია. 2022 წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით, 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს მიმართ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნისთვის ხელშემწყობი. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო, დიპლომატიის ძალის გარეშე. დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე. ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე, შეუძლებელია კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთ. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია, რა თქმა უნდა, მთავარ ადგილს დაიკავებს. ამჟამად, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად, პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი. როგორც კი მშვიდობა აღდგება, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ დიპლომატია სხვა ფაქტორებს გადაწონის. ნამდვილად გვწამს, რომ დიპლომატია, უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როდესაც დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“,- განაცხადა კობახიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)