|
2025-04-11 15:48:48, 608 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი სანქციებზე - სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი უტიფარი გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ
ძალიან სამწუხარო და ამავე დროს ამაღელვებელია, რომ თანამედროვე ევროპაში, 21-ე საუკუნეში, კონკრეტული ადამიანების მიმართ ასეთი უტიფარი, არქაული გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა. უმრავლესობის დეპუტატი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება უსამართლობაა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, პოლიტიკურ ველზე შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს, თუმცა ადამიანებისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის და გადაადგილების შეზღუდვა არქაული, საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილებაა. „აქ არის გადაწყვეტილება მიღებული იქიდან გამომდინარე, თუ რა პოლიტიკური ინტერესი აქვს კონკრეტულ ქვეყანას. სულ ახლახან ჩვენ ვიხილეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდა და მას დამნაშავედ თუ არა, უმძიმეს დანაშაულზე ხელის დამფარებლად ასახელებდა. რასაკვირველია, ეს პროცესია. პოლიტიკურ ველზე შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ამერიკის და ბრიტანეთის ეს დაპირისპირება, პოლემიკა კარგი მაგალითია, მაგრამ აიღო და ადამიანების მიმართ დააწესო სანქცია, მით უმეტეს, ქონებაზე, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა და გადაადგილება შეუზღუდო, ეს არის არქაული, რაღაც საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილება. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატია ჰქვია. ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს ამაღელვებელია, რომ თანამედროვე ევროპაში, დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი უტიფარი, არქაული გადაწყვეტილებები შეიძლება კონკრეტული ადამიანების მიმართ იქნეს მიღებული,“ - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)