|
2025-04-11 12:04:53, 548 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - უნდა იცოდნენ, რომ სანქციებისგან თავის არიდებას ვერ მოახერხებენ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უნდა იცოდნენ,რომ სანქციებს გვერდს ვერ აუვლიან. ფავლენიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ წამება, არაადამიანური მოპყრობა სანქციების დაწესების მიზეზი გახდა. „არაადამიანური მოპყრობა, წამება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ იმ ადამიანების დასანქცირება მოხდეს, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართული. როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორი და უშუალო აღმსრულებელი არიან. ბუნებრივია, რომ მათი დასანქცირება ხდება დასავლური სამყაროს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ. დიახ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ვერ მოახერხებენ თავის არიდებას ამ სანქციებისგან, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან მათ სანქციებისგან გვერდის ავლაში, ასევე სანქცირებულები იქნებიან. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოში ამ ხალხმა დიქტატურის დამყარება განიზრახა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა. მისი განმარტებით, ყველამ იხილა ფაქტები, როგორ აწამებდნენ ქუჩაში ადამიანებს, როგორ ეპყრობოდნენ მათ არაადამიანურად და უმიზეზოდ აკავებდნენ. „როდესაც დემოკრატიას ძირს უთხრი, ადამიანების წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში სისტემურად მონაწილეობ, დასავლურ სამყაროში ეს ხდება ლეგიტიმური მიზეზი იმისა, რომ დასანქცირდნენ“,-განაცხადა ფავლენიშვილმა. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)