|
2025-04-10 20:41:04, 619 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთი ინტერვიუ სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას
დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს კეზერაშვილს, რომელმაც ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონრები, ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, პაპუაშვილი თავის ფეისბუქპოსტში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიტანეთის ელჩის ერთ-ერთი ინტერვიუს შესახებაც საუბრობს. „საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას. ეს იყო „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის“ დარღვევით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. „ვენის კონვენციის“ დარღვევასთან ერთად, ამგვარი უპატივცემულობა, თავად ელჩის მხრიდან, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაცაა. მიუხედავად არჩევნებში უხეში ჩარევისა, და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, 26 ოქტომბერს რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი გამოვიდა და თქვა, რომ აქ დაბალი ღობე არავინაა და არავის მისცემს მასზე ზემოდან ყურების უფლებას. ეს ვუთხარით საბჭოთა მოსკოვს 1989 წლის 9 აპრილს და იგივე გავიმეორეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველა იმ დედაქალაქის გასაგონად, ვინც ჩვენთვის მოსკოვის ჩანაცვლება მოისურვა. 26 ოქტომბერს, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია. რაც შეეხება სანქციებს. დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონრები. ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას“, – წერს შალვა პაპუაშვილი. ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)