|
2025-04-10 13:53:10, 506 ნახვა
პოლიტიკა
საბინა ჩუდიჩი - საქართველო მძიმე დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის
საქართველო მძიმე დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ მიმდინარე დებატებზე დეპუტატმა საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „როდესაც წევრ ქვეყანაში არსებულ ვითარებას განვიხილავთ, ჩვენ მას ვაანალიზებთ დემოკრატიული სტანდარტებისა და დემოკრატიის საფუძვლების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ეს საფუძვლებია: 1. კანონის უზენაესობა, თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, კერძოდ, ხელისუფლების დანაწილებაზე დამყარებული. 2. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. 3. ადამიანის უფლებების დაცვა, ინდივიდუალური თავისუფლებების უზრუნველყოფა. თუ საქართველოში არსებულ ვითარებას გავაანალიზებთ, კერძოდ იანვარში მიღებული რეზოლუციის შემდეგ დღევანდელ დღემდე არსებულ ვითარებას, უნდა განვაცხადოთ, რომ დემოკრატიის ყველა ამ საფუძველთან დაკავშირებით ვითარება უარესდება. ქვეყანა მძიმე დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის“, - განაცხადა საბინა ჩუდიჩმა. მისი თქმით, არსებული ვითარება საქართველოს ყველა მოქალაქეზე ახდენს გავლენას. „არ გვჭირდება იმის შეხსენება, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. შექმნილ ვითარებაში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სივრცე მცირდება. პარლამენტმა არ გაიწვია კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც აქ მრავალი განხილვის საგანი იყო და ჩაანაცვლა FARA-ს ქართული ვერსიით, რომელიც უცხოელი აგენტების რეგისტრაციასთან დაუმორჩილებლობას კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს. მონიტორინგის კომიტეტმა ვენეციის კომისიას ამ კანონის შესახებ გადაუდებელი მოსაზრების დაფიქსირება სთხოვა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი სახის რეკომენდაცია სრულად დააკმაყოფილოს. ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მედიაა. სამწუხაროდ, საქართველოში მედია გარემო უარესდება“, - აღნიშნა ჩუდიჩმა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოში კიდევ ერთი შემაშფოთებელი საკითხი „ქვეყანაში დემოკრატიული ოპოზიციის სრული სპექტრის აკრძალვის მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებია“. „გარდა იმისა, რომ ოპოზიციის აკრძალვა სრულად არღვევს ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს წესდების წინაშე აღებულ ვალდებულებას, ეს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სივრცის შეზღუდვასთან ერთად, საქართველოში ავტოკრატიის დამყარებას ნიშნავს. ის, თუ როგორ ვექცევით ოპოზიციას, როგორ ვეპყრობით მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, მთავარი კრიტერიუმია, რომლითაც ვაფასებთ ქვეყნის პროგრესს ან ამ შემთხვევაში სერიოზულ უკუსვლას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღადგინოს დიალოგი და თანამშრომლობა ასამბლეასთან და ევროპის საბჭოსთან. ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ეს არ არის ის ანგარიში, რომლის წარდგენაც გვინდა რომ გავაგრძელოთ. ანგარიში, რომლის წარდგენაც გვინდა, არის ანგარიში პროგრესის შესახებ, ევროპის საბჭოსთან ურთიერთობების შესახებ და ანგარიში, სადაც დავინახავთ, რომ ჩვენი კოლეგები წამყვანი პარტიებიდან და ოპოზიციური პარტიებიდან აქ, ამ დარბაზში იქნებიან ამის განსახილველად“, - განაცხადა საბინა ჩუდიჩმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)