|
2025-04-10 12:06:47, 814 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება
თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მიმართულებები. თიბისი კამპუსი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით შეიქმნა 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. ეს არის უმაღლესი სასწავლებლისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, სფეროს პროფესიონალების მენტორობით თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას და გამოცდილებას იღებენ. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის მრავალფეროვან ინტერესებს და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამის სიახლეებს სთავაზობს. წელს თიბისი კამპუსის მონაწილეებს, არსებულთან ერთად, IT ბიზნეს ანალიზის და ბაზრის კვლევის ახალ კურსები ელოდებათ. 10-დან 25 აპრილის ჩათვლით შეარჩიე და დარეგისტრირდი თიბისი კამპუსის ონლაინ კურსებიდან ერთ-ერთზე:
თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“. თიბისი კამპუსში სწავლა სრულიად უფასოა. კურსებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარება. კამპუსის პირველი ნაკადი 202-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა, მათი ნაწილი კი სწორედ თიბისი კამპუსის კურსების გავლის შემდეგ დასაქმდა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს. მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)