|
2025-04-10 09:30:37, 581 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას უყრის კენჭს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დღეს გადაუდებელ დებატებს გამართავს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვეგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამასთან, დრესვე ასამბლეა კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოს შესახებ. რეზოლუციის პროექტში ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი; სასწრაფოდ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელსაყრელია ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც გამოცხადდება მომდევნო თვეებში; რეზოლუცია ასევე აკრიტიკებს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო დროს მიღებულ ცვლილებებს; ასამბლეა გამოდის მოწოდებით, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და მოხდეს დაკავებულებზე ძალადობის ფაქტების ობიექტური გამოძიება; ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონში ახლახან მიღებული ცვლილებების გამო, რომლებიც, მათი აზრით, უარყოფითად აისახება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე; რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღებით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეშფოთება და რეკომენდაციები ამ კანონთან დაკავშირებით; ასამბლეა გმობს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრებს, ასევე სხვა პიროვნებებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ამ კომისიის წინაშე წარდგენაზე; ასამბლეა აკრიტიკებს მმართველი პარტიის განზრახვას, აკრძალოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და აცხადებს, რომ ასეთი ქმედების საფრთხე აღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებას და ხელს უშლის მიმდინარე კრიზისის მოგვარებას; რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ მანამდე მიღებულ რეზოლუციებში გამოთქმულ რეკომენდაცებთან და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით პროგრესის არ არსებობა არ იქნება ხელშემწყობი ახალი ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებისვის, თუ ისინი წარდგენილი იქნებიან ასამბლეის მომავალ სესიაზე.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)