09:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 18:36:32, 539 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ გალერი - ვფიქრობ, რომ უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია

თუ არ მეშლება, ივანიშვილი, ასევე, საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მაიკლ გალერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია, რომ დემონსტრაციები ატარონ ყოველ საღამოს ამდენი დღის შემდეგაც. ისინი აჩვენებენ საქართველოს დროშებს, ევროპულ დროშებს და ასევე ბევრ უკრაინულ დროშასაც ნახავთ. ასე რომ, ისინი აჩვენებენ რომელ მხარეს დგანან ამ ომში. ისინი რუსეთთან არ დგანან და ისინი თავის პერსპექტივას რუსეთთან არ ხედავენ, რაც, როგორც ჩანს, ეწინააღდმეგება ივანიშვილის რეჟიმს.

უნდა შევაფასოთ რა მზადდება კონგრესში, ვაშინგტონში. რაღაცა მზადდება ორპარტიული მიდგომით და ასევე ბრიტანელებმა მიიღეს ზომები, და ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ. ვუერთდები მოწოდებას, რომ თუ ორბანი ბლოკავს ევროკავშირის დონეზე ზომებს, მაშინ მაინც არსებობს გარკვეული კოორდინაცია ჩვენი აღმასრულებელი მხრიდან სხვა წევრ სახელმწიფოებთან, რომ ზომები მიიღონ რეჟიმისა და, კონკრეტულად, ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ მეშლება, ის ასევე საფრანგეთის მოქალაქეა, ასე რომ, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, ასევე რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული.

ამის გარდა, ვფიქრობ, ნამდვილად გვჭირდება მხარდაჭერა გავაგრძელოთ იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც USAID აღარ არის - რათა ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ,” - განაცხადა გალერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics