17:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 17:50:30, 575 ნახვა

პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა

უკვე თვეებია ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ, მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ასევე, გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია.

“გერმანია პატივს მიაგებს ქართველებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებმა მოკლეს, მაშინ, როდესაც ისინი 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოდიოდნენ რუსთაველზე. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი იგივე მიზეზით ატარებდა დემონსტრაციებს და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა. ახლაც ამოცანაა თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა.

უკვე თვეებია ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება ასევე არასწორია. საქართველოს მეგობრები ვართ, არა მტრული უცხოური ძალა. ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ეს უკანასკნელი 30 წლის გამოცდილებიდან”, - წერს ფიშერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics