|
2025-04-09 15:37:42, 782 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ და ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას
ჩვენ ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ, ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეს თქვენთან გაფრთხილებით და მოქმედებისკენ მოწოდებით ვარ. საქართველო ჩვენს თვალწინ გარდაიქმნება არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით, არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენს თვალწინ რეალურ დროში იშლება ჩვენი დემოკრატია. მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობითა და დაკავებით უპირისპირდებიან, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით ემუქრებიან, ასობით ათასი ევროს ოდენობის ჯარიმებს აკისრებენ არასამთავრობო, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. „უცხოური აგენტების შესახებ“ დამატებითი ახალი კანონი მიიღეს, რუსული კანონის ასლი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშო. ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს იღებენ. საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ შემოიღეს სახელმწიფოს ღალატი. ჩვენ 1937 წელთან ახლოს ვართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოში ინსტიტუტები მოსახლეობას აღარ იცავს. „სასამართლო სისტემა მმართველი პარტიისთვის რეპრესიების ინსტრუმენტად იქცა. ბოლო თვეებში სასამართლოს მიერ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული პროკურატურის გადაჭარბებული მოთხოვნების წინააღმდეგ. ჩვენ ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ. ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას, რომელსაც ანგარიშვალდებულება არ აკისრია და ხელშეუხებელია. ოდესღაც პერსპექტიული ევროპული დემოკრატიის თავზე რუსული სტილის ავტოკრატიის აჩრდილი დგას, ყოველივე ამის უკან კი რუსეთის აჩრდილია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)