|
2025-04-09 14:00:23, 620 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად ცეცხლაძის მამა - 9 აპრილის მემორიალი დავიცავით რუსული რეჟიმისგან
ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, გვაინტერესებდა, რა შედეგს მივიღებდით პირველივე დაანონსებულ აქციაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი აქცია შედგა - როგორც 8 აპრილის ღამისთევის ნაწილში, ასევე დღის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების თვალსაზრისით, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული, ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას „რუსეთისკენ მიაქანებს.“ „ჩვენ ჩვენი მოძრაობის შექმნის შემდგომ პირველი აქცია დავაანონსეთ 8-9 აპრილისთვის და კონკრეტულად ვუთხარით საზოგადოებას ჩვენი მიზნების შესახებ. ეს მიზნები იყო: უნდა გაგვეცოცხლებინა 1989 წლის 9 აპრილი; ასევე 2 წლის შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის 9 აპრილი და საზოგადოებისთვის უნდა გვეთქვა მთავარი სათქმელი, რომ დღეს, როგორც მაშინ (90-იან წლებში), აუცილებლად დავიცავდით რუსული რეჟიმისგან 9 აპრილის მემორიალს და ჩინოვნიკებს, რომლებსაც ეს ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ, არ მივცემდით უფლებას, მისულიყვნენ იქ პროპაგანდის მიზნით, ფარისევლურად, ყვავილები მიეტანათ და შემდგომ ეს გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ, თითქოს რამედ უღირთ 9 აპრილი ან 9 აპრილს დაღუპული ადამიანები. ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ - იმ რუსეთისკენ, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს ნიჩბებით აჩეხა საქართველოს მოქალაქეები. ეს ფაქტობრივად ჩვენი სატესტო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, გვაინტერესებდა, რა შედეგს მივიღებდით პირველივე დაანონსებულ აქციაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი აქცია შედგა - როგორც 8 აპრილის ღამის თევის ნაწილში, ასევე დღის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების თვალსაზრისით. მიუხედავად დიდი პოლიციური რეჟიმისა, ჩვენ ძალიან მედგარი წინააღმდეგობა დავახვედრეთ მათ და საქმე შეხლა-შემოხლამდე და დარბევამდე აღარ მისულა. გაითვალისწინეს, რომ აქციის მონაწილეები მობილიზებული იყვნენ წინააღმდეგობის გასაწევად. ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გამოაჩინა თავისი ბრძოლის ჟინი, რომ მზად არის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი წესებით და მეთოდებით იბრძოლოს. მინდა, ეს თვითმარქვია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს - რაც უფრო მეტ სადამსჯელო კანონებს მიიღებს და მარწუხებში მოაქცევს ქვეყანას, მით უფრო მეტ რადიკალურ ბრძოლის მუხტს მიიღებს. ეს არავის აწყობს - არც ქვეყანას, არც ჩვენ და არც თვითმარქვია ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი მიზნები და გეგმები სრულად შედგა და შემდგომ მიზნებთან და გეგმებთან დაკავშირებით დღევანდელი დღის დასრულების შემდგომ აუცილებლად მოვიყრით თავს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავაანონსებთ და როგორც დღეს შევასრულეთ, ისე შევასრულებთ შემდგომში ყველაფერს“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)