|
2025-04-08 19:37:55, 614 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი უილსონი - საქართველოში რუსეთის ძალისხმევით 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა
რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ ომის დამნაშავე პუტინი ყველაფერს აკეთებს, რათა დაშლილი საბჭოთა კავშირი აღადგინოს - ამის შესახებ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში 26 ოქტომბრის ეროვნული არჩევნები გაყალბდა ,,მან არ გამიყვანა რუსული ჯარები დნესტრისპირეთიდან ან მოლდოვიდან. ისინი უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს, შესაბამისად, ახლა მოლდოვის ნაწილი ოკუპირებული აქვთ. დამატებით, ჩვენი ვიცით, რომ მათ ბელარუსში არჩევნები გააყალბეს. შემდეგ [რუსეთი] საქართველოში შეიჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია მოახდინა. შემდეგ იყო უკრაინა, როდესაც 2014 და 2022 წლებში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა. შემდეგ საქართველოში 26 ოქტომბრის ეროვნული არჩევნები გაყალბდა და იყო ძალისხმევა, რომ ჩამოეცილებინათ ძალიან მამაცი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. და ისევ და ისევ, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლახან დიდი ძალისხმევა ჩადეს რუმინეთის არჩევნების გაყალბებაში, თუმცა, საბედნიეროდ, ეს [ძალისხმევა] წარმატებული არ აღმოჩნდა''- თქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)