16:11 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 18:48:21, 905 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი HORECA სექტორის განვითარებისთვის შესაძლებლობას ქმნის

საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესებს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. ბანკი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო, B2B შეთავაზებების თუ საინფორმაციო პროექტებზე, რომლითაც სასტუმროებს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს განვითარებაში უწყობს ხელს. 

სარესტორნო ბიზნესის მართვის ბიზნესკურსით, საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორში დამწყებ ან არსებულ ბიზნესებს საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. კურსის გავლის შემდეგ, დაინტერესებული პირები გაიგებენ, რა განსაზღვრავს სარესტორნო ბიზნესის წარმატებას, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ამ ტიპის ბიზნესის მართვისას, რა ტიპის მენიუ უნდა შეარჩიონ და სხვა. კურსს უძღვება სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი, 19-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ირაკლი ასათიანი.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ერთიან პლატფორმაზე Business360.ge განთავსებულია მრავალფეროვანი შეთავაზებები, რომლითაც სარგებლობა სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულ ბიზნესებს შეუძლიათ. მათ შორისაა: 

• 50%-იანი ფასდაკლება რესტორნის რეზერვაციის პლატფორმაზე Rezto

• 50%-იანი ფასდაკლება ფინანსური ანალიტიკის პლატფორმაზე Amadeo.ge

• 30%-იანი ფასდაკლება სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებაზე + საჩუქარი სტამბა ფავორიტი / კოლორპაკისგან

• 20%-მდე ფასდაკლება საკურიერო მომსახურებაზე Onway-ისგან

• 20%-იანი ფასდაკლება ინვენტარიზაციის, მარაგების მართვის, საწყობის მენეჯმენტის და სხვა მომსახურებებზე ინვენტერისგან და სხვა. 

ნახეთ შეთავაზებები რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ამ ბმულზე.

ამასთანავე, საქართველოს ბანკი, Business 360-ის ფარგლებში, პერიოდულად ორგანიზებას უწევს შეხვედრებს სხვადასხვა დარგის პროფესიონალთან გუნდის მართვის, ლიდერობის, მენეჯმენტის, მარკეტინგის  და სხვა საკითხებზე. ამ შეხვედრებზე სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ საინტერესო მიგნებებს საკუთარი საქმიანობის გაძლიერებისთვის. 

ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომია ვორკშოპი შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები, რომელიც 10 აპრილს გაიმართება.

აღმოაჩინეთ სხვა შესაძლებლობები პლატფორმაზე business360.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics