|
2025-04-08 15:21:13, 648 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ების განცხადება - არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს
არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს - ამის შესახებ საქართველოში მოქმედმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, რითაც "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურნენ. NGO-ების თქმით, უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათივე შეფასებით, "ქართული ოცნების" კანონი მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართველ ხალხს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. "ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც მტკიცედ ვაცხადებთ: არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს"- აცხადებენ განცხადებაზე ხელმომწერები.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)