|
2025-04-08 13:34:53, 544 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელწოდება ეცვლება
პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელწოდება ეცვლება. საპარლამენტო კომიტეტებისთვის სახელის შეცვლას ახალი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი − დიასპორის კომიტეტი ხდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი დაერქმევა; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; აგრარულ საკითხთა კომიტეტს - სოფლის მეურნეობის კომიტეტი, ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. XI მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის მისაღებას აპირებს. რეგლამენტის პროექტის ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება. ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)