20:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 14:50:29, 577 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ყველაზე ცუდი

მოუსმინონ ბოკუჩავას, სამადაშვილს - მათი მეშვეობით ჰგონიათ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს ითვალისწინებენ? ამ სამწუხარო რეალობამდე რომ დავიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ყველაზე ცუდი, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოსგან ახლა საქართველოზე პოლიტიკური თავდასხმაა მოსალოდნელი.

„აქ სურათი ნათელია მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვა. ეს განპირობებული იყო ძალიან კონკრეტული მიზეზით - როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დათქმით აღიარა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება...

რა იქნება ახლა? დაახლოებით იგივე - საქართველოზე პოლიტიკური თავდასხმა. ამის უკან არანაირ ობიექტურობასთან, სამართალთან და მაღალ ღირებულებასთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს. წინასაარჩევნო კამპანია ეს იყო უპრეცედენტო ჩარევა, ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ ახსოვთ, რაც საქართველოში გააკეთეს. დამარცხდნენ და ახლა ბუნებრივია, იმ ძალებს, ვინც ეს თავის დროზე გააკეთა, განგრძობითი შურისძიების პოლიტიკა გააჩნიათ. ასე რომ, მოუსმინონ ბოკუჩავას, სამადაშვილს და ამათი მეშვეობით ჰგონიათ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს ითვალისწინებენ? ამ სამწუხარო რეალობამდე რომ დავიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ყველაზე ცუდი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics