22:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 15:31:02, 945 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - არჩევნების გაყალბების მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას საფუძველი არ აქვს.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სრულფასოვნად უნდა ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი, რადგან მსგავს მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს.

„მათ წინა სესიაზე დააყენეს ერთგვარი პირობები, რათა სრულფასოვნად ეცნოთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტრასბურგში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა შევაჩეროთ. აქედან გამომდინარე, შემდეგ სესიაზე იქ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ ეყოლება, რადგან შეჩერებულია, ვიდრე სრულად არ მოხდება გააზრება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ძალით არავინ ჩაატარებს, თუ არ იქნება წარმოდგენილი გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება არჩევნების ჩატარება, არჩევნების ჩატარებას არანაირი საფუძველი არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ გაყალბების მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სხვა ალტერნატივა არ აქვს, თუ არა, სრულფასოვნად ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი. ასე თუ არ იქნება, ჩვენი წევრობა შეჩერებული იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მაშინ განაცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებული პირველი დათქმა, რომელიც „სცილდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics