|
2025-04-04 13:05:15, 778 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი | თეატრალური სივრცე „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორი
ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, განაგრძობს თეატრალური სივრცე “თოჯინების სახლის” გენერალურ სპონსორობას. „თოჯინების სახლი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, თანამედროვე თეატრალური გარემო, რომელიც განსხვავებული კონცეფციის წარმოდგენებს სთავაზობს ნებისმიერი თაობის მაყურებელს. ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები წარმოდგენილნი არიან თოჯინებისა და საგნების სახით, სხვადასხვა დეტალის მხატვრული დამუშავებით მიიღება სრულიად განსხვავებული ეფექტი. გარდა თოჯინების და საგნების თეატრისა, სივრცე განკუთვნილია საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისთვის, სადაც იმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები და სალონური შეხვედრები. დამოუკიდებელი თეატრი „თოჯინების სახლი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა თოჯინური ხელოვნების და მთლიანად დარგის განვითარებისთვის. ამ განსხვავებული თეატრალური გარემოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის რეჟისორ ნიკა საბაშვილს და შექმნის მიზანია, თეატრის სპექტაკლები შეესაბამებოდეს როგორც მოზარდი, ასევე, უფროსი თაობის ინტერესებს და მათ ესთეტიკურ წარმოდგენებს. თეატრში დასადგმელად ირჩევა ნაწარმოებები, რომელთა თემები დღესაც აქტუალურია, ეხმიანება თანამედროვეობას და გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებით. ბაზისბანკის და თოჯინების სახლის თანამშრომლობის მთავარი მიზანია, საზოგადოებისთვის შექმნილი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცით, საქართველოში ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვა და თოჯინების თეატრის პოპულარიზაცია. ამჟამად აქტიური სარეპეტიციო პროცესი მიმდინარეობს მორიგი პრემიერების გამოსაშვებად. ,,თოჯინების სახლში“, ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობით, ორი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება - მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“ და ნიკო ლორთქიფანიძის ,,ტრაგედია უგმიროდ“. ,,ჯაყოს ხიზნები“, როგორც ერთობლივი კოპროდუქცია, საქართველოს თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან თანამშრომლობით იდგმება. „თოჯინების სახლთან“ ერთად, ბაზისბანკი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის და თოჯინების თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორი. მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)