|
2025-04-03 12:18:55, 998 ნახვა
ეკონომიკა
Finance Derivative Magazine-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად და საკონსულტაციო კომპანიად დაასახელა
გალტ & თაგარტმა მორიგი აღიარება მოიპოვა. ფინანსურმა გამოცემა Finance Derivative Magazine-მა ყოველწლიური საბანკო დაჯილდოების ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად და კორპორაციულ საკონსულტაციო კომპანიად დაასახელა. Finance Derivative Magazine ფინანსებსა და ბიზნესზე ორიენტირებული გლობალური გამოცემაა, რომელიც ნიდერლანდებშია დაფუძნებული. მისი ჯილდო მიზნად ისახავს ამ მიმართულებებში გამორჩეული მიღწევების მქონე კომპანიების აღიარებასა და გაძლიერებას. „ჩვენი ჯილდო გამოარჩევს იმ კომპანიებსა და მთავარ მოთამაშეებს, რომლებმაც განსაკუთრებული პერფორმანსი აჩვენეს და რომლებიც კიდევ უფრო დიდი სიმაღლეებისკენ მიისწრაფვიან. შესაბამისად, ეს ჯილდო წარმოადგენს პლატფორმას მათი აღიარებისა და წარმოჩენისთვის. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ როგორც მცირე ზომის ბაზრებს, ისე დიდ ფირმებს, რომლებიც საერთაშორისო მოდელებს სხვადასხვა რეგიონში ნერგავენ“, - ნათქვამია გამოცემის ოფიციალურ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი შეაფასეს კაპიტალის ბაზრის განვითარების, საბროკერო, კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურების ჭრილში. „მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტმა ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო ბანკისა და საუკეთესო ფინანსური საკონსულტაციო კომპანიის ჯილდო მიიღო. გალტ & თაგარტი აქტიურად მუშაობს როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი დონის, დივერსიფიცირებულ სერვისებს. ჩვენ ვამაყობთ, რომ აღნიშნული აღიარება აფასებს გალტ & თაგარტს როგორც წამყვან საკონსულტაციო კომპანიას შერწყმა-შესყიდვის (M&A) და სხვა ფინანსური კონსულტაციების მიმართულებით, რაც კომპანიისთვის სტრატეგიული მიმართულებაა. მადლობას ვუხდით Finance Derivative Magazine-ს აღიარებისთვის, და ამასთანავე, განსაკურებულ მადლობას ვუხდი გალტ & თაგარტის გუნდის თითოეულ წევრს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად გაწეული ინდივიდუალური ძალისხმევისთვის“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)