|
2025-04-01 17:28:24, 1185 ნახვა
ეკონომიკა
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო
მოსწავლეების რჩეულ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში ბავშვების საყვარელი საჩუქრების კამპანია ბრუნდება! თუკი მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ sCoolApp-ი, აპლიკაციაში დარეგისტრირდებიან, საჩუქრად sCool Card-ზე 5 ლარს მიიღებენ. ამისათვის კი მხოლოდ homepage-ზე "საჩუქრის მიღების" ღილაკის დაჭერაა საჭირო. sCoolApp-ის გააქტიურებას მშობლები მობილბანკიდან, სულ რამდენიმე წუთში შეძლებენ. აპლიკაციაში ბავშვები მათზე მორგებულ ფუნქციონალს, ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობას და უამრავ შეთავაზებას მიიღებენ. დამატებით, რეგისტრაციის შემდეგ თითოეული მოსწავლე მოწვევის კოდს მიიღებს, რომლის მეგობრებთან გაზიარების და მათი აპლიკაციაში შემოერთების შემდეგ, ორივე ბავშვი sCool Card-ის ანგარიშზე 5-5 ლარით დასაჩუქრდება. ყოველ კვირა მოსწავლეებს მაქსიმუმ 10 ბავშვის მოწვევის შესაძლებლობა ექნებათ. დამატებით გაწევრიანების შემთხვევაში მხოლოდ მოწვეული ბავშვები დასაჩუქრდებიან, შემდეგი კვირიდან კი ათვლა თავიდან დაიწყება. BOG sCoolApp - პირველი და ერთადერთი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის, რომელიც მთლიანად მათ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. ბანკის ყველაზე პატარა მომხმარებლები იმ ციფრული არხებით, რომლითაც საკმაოდ აქტიურად სარგებლობენ, ახლა უკვე თავად მართავენ sCool Card ანგარიშებს და ასრულებენ სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს , იქნება ეს თანხის მოთხოვნა, ბალანსის შევსება თუ სხვ. sCoolApp-ი მშობლების კომფორტისთვისაა შექმნილი - აპლიკაციით ზრდასრულები მარტივად აჩვევენ ბავშვებს ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას. გარდა ამისა მარტივად აკონტროლებენ ხარჯებს და უამრავ ბენეფიტს აძლევენ ბავშვს. ბავშვი დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამს sCoolApp-ში, ყველაზე ფერადი პერსონაჟებით სავსე "სხვა სამყაროს" თამაშს ეცნობა, გოჭი ყულაბით სწავლობს დაგროვების პრინციპებს და სწორედ sCool Card-ით იღებს ყველა განსაკუთრებულ ფასდაკლებას თუ ქეშბექს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)