|
2025-03-31 18:41:29, 1212 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 14 აპრილს ჩაინიშნა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. მომდევნო სხდომა 14 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები, პოლიციელები დაკითხეს. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მზია ამაღლობელმა მოწმე პოლიციელი, თამარ კერესელიძე სიცრუეში დაადანაშაულა. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მოწმე თამარ კერესელიძე ცრუ ფაქტებზე საუბრობს. არსებითი საქმის სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა შესავალი სიტყვა თქვეს. მათ ასევე შუამდგომლობით მიმართეს, მოწმის სახით სამი პოლიციელის, მათ შორის აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვის თაობაზე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პროცესზე პერიოდულად ისმოდა მოსამართლის, პროკურორებისა და მოწმეების მიმართ რეპლიკები. პარალელურად სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა შეძახილებით: “თავისუფლება მზიას”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)