|
2025-03-31 16:16:30, 1104 ნახვა
ეკონომიკა
5 შეთავაზება ბიზნესის ხარჯების დასაზოგად საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
ხარჯების დაზოგვა ნებისმიერი ბიზნესის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. რესურსების სწორად გადანაწილება განსაკუთრებით — მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება, რადგან არ აქვთ შესაძლებლობა, ბუღალტრული, მარკეტინგული, საკურიერო თუ სხვა ტიპის საჭიროებებისთვის დიდი ხარჯები გასწიონ. სწორედ ამიტომაც, საქართველოს ბანკმა, პარტნიორ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მცირე და საშუალო ბიზნესს სხვადასხვა სერვისზე შეღავათიანი პირობები შესთავაზა. შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოგიურ, ლოჯისტიკურ თუ სხვა მიმართულებებზე. მათ შორისაა:
Martex ციფრული მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის, სტარტაპერების მომსახურებასა და მხარდაჭერაზე. იგი საქართველოს ბანკის სასტარტო ბიზნეს ნაკრების მფლობელებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს სოციალური მედიის მართვის მომსახურებაზე.
ენთების მიზანია, პრემიუმ ხარისხის ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს თითოეული ბიზნესისთვის. კომპანია საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს ბუღალტრული და საგადასახდო მხარის გამართვას, გაციფრულებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას სთავაზობს. გარდა ამისა, მომხმარებლები მიიღებენ საგადასახადო ექსპერტების რჩევებს მათი ტრანზაქციების ეფექტურად დასაგეგმად და სამართავად.
Onway საკურიერო კომპანიაა, რომელიც ციფრული პლატფორმისა და ლოგისტიკური სოფტის საშუალებით პასუხობს როგორც კერძო, ისე კორპორატიული მომხმარებლების საჭიროებებს. კომპანია საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის აწესებს 20%-მდე ფასდაკლებას წერილობითი კორესპონდენციის, ასევე მცირე და დიდი ზომის ამანათების გადაზიდვაზე საქართველოს მასშტაბით.
Glaze საქართველოს ბანკის მომხმარებლებს სთავაზობს პლატფორმაზე სრულიად უფასოდ რეგისტრაციას და 3 თვე უფასო მომსახურებას. Glaze არის შეკვეთებისა და გადახდების გადაწყვეტა კაფეებისთვის, ღონისძიებების ადგილებისთვის და სასტუმროებისთვის. Glaze მომხმარებლებს სთავაზობს სერვის ორ პაკეტს: Glitter და Sparkle. ორივე პაკეტი მოიცავს ულიმიტო შეკვეთებს, ულიმიტო პროდუქტების დამატებას და განთავსებას პლატფორმაზე. ორივე სერვისის მიღება სრულიად უფასოდ შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხამრებლებს პირველი 6 თვის განმავლობაში.
QuickShipper-ი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს ნებისმიერი არხით გაყიდული პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანასა და შეკვეთების ეფექტურად მართვაში ეხმარება. QuickShipper-ის სპეციალური შეთავაზება საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის კი შემდეგნაირია:
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ათობით სხვა ბიზნესის პროდუქტებსა და მომსახურებაზე შეღავათებსა და სპეციალურ პირობებს სთავაზობს. გაიგეთ მეტი შეთავაზებების შესახებ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკიდან. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)