|
2025-03-31 10:42:42, 2032 ნახვა
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი - ხანგრძლივი და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები უმსხვილეს ბრიტანულ ფლაგმანთან წარმატებით დავასრულეთ, British Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზეა
მიხარია, რომ ბრიტანეთის ფლაგმანი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონი-თბილისის პირდაპირი ფრენით დაკავშირება მოხდა, რაც რა თქმა უნდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობაში, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა გააკეთა, რომელიც დღეს ავიაკომპანია British Airways-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ღონისძიებას დაესწრო. ცოტა ნხის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა, ბორტზე 156 მგზავრი იმყოფებოდა. საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეთ უარდი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ‘’British Airways”-ის მენეჯმენტი დაესწრნენ. ა „მოხარულები ვართ, რომ ყველა მხარის აქტიური ჩართულობით, ინტენსიური, ხანგრძლივი და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები უმსხვილეს ბრიტანულ ფლაგმანთან წარმატებით დავასრულეთ და დღეს სახეზე გვაქვს, ერთობლივი, დაუღალავი მუშაობის შედეგი: British Airways-ი უკვე საქართველოს ავიაბაზარზეა. ფრენები კვირაში 4-ჯერ განხორციელდება თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება, საიდანაც ფრენის შესაძლებლობის მოპოვება ფაქტობრივად შეუძლებელია. იმედი გვაქვს, რომ რეისები, როგორც დღევანდელ პირველ რეისზე იყო, მომავალშიც საკმაოდ დატვირთული იქნება და ავიაკომპანიის ოპერირება ჩვენს ბაზარზე წარმატებული იქნება. აქვე, უნდა აღინიშნოს რომ ‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა. ‘’British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. ‘’British Airways”-ი “American Airlines”-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, ‘’OneWorld“ თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა ‘’SkyTeam”-ის და “Star Alliance”-ის შემდეგ. ‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. ‘’British Airways”-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)