|
2025-03-30 10:56:49, 1133 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული დ.დ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ჯ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)