14:21 - 04 Oct, 2026
|
2025-03-28 15:56:48, 1136 ნახვა
სამართალი
დორტმუნდის აეროპორტში პოლიციამ საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა
დორტმუნდის აეროპორტში გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთიდან შემავალი ფრენის შემოწმებისას 45 წლის საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ გერმანიაში შესვლის მიზეზად მესაზღვრეებს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა. 45 წლის ქართველი სასაზღვრო კონტროლზე პასპორტითა და ვიზით გამოცხადდა, თუმცა პოლიციის სისტემაში მონაცემების შემოწმების შედეგად, ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა მონაცემთა შეუსაბამობა დააფიქსირეს. საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მას გერმანიის ფედერალური პოლიცია განზრახ მკვლელობისა და სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე ეძებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)