|
2025-03-27 12:37:25, 1012 ნახვა
სამართალი
ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში რჩება
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 2 მოწმე - სახანძრო ექსპერტი და დეტექტივი დაკითხეს. ექსპერტ კობა ანდრიაძის ინფორმაციით, მან კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარა მინის ბოთლს და მასში არსებულ სითხეს. მისი განმარტებით, დადგინდა, რომ ეს ცეცხლგამჩენი ნივთიერება ე.წ მოლოტოვის კოქტეილი იყო და ის კუსტარულად იყო დამზადებული. რაც შეეხება დეტექტივს, ალექსანდრე სონიძის ჩვენებით, მან ანზორ კვარაცხელია ფოტო კადრიდან ამოიცნო, ვინაიდან ის წარსულში მეტროს ტერიტორიაზე გადამოწმების მიზნით ჰყავდა შეჩერებული. ამასთან, დღევანდელ პროცესზე კვარაცხელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ბრალდების მხარე კვარაცხელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ისევ ძალაში დატოვებას, ადვოკატი კი, მის გაუქმებას ითხოვდა. ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)