|
2025-03-27 12:01:18, 1221 ნახვა
ომი უკრაინაში
კიტ კელოგი - რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებს არ დათმობს, თუმცა იურიდიულად ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილს არ წარმოადგენს
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლს არ დათმობს, თუმცა იურიდიულად ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილს არ წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ რუსეთი უარს არ იტყვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლზე, თუმცა იურიდიულად ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ნაწილი არ არის. მისი თქმით, ეს ქმნის რთულ სიტუაციას, რომელიც შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს. ამის შესახებ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა. კელოგის განცხადებით, რუსეთი ფაქტობრივად აკონტროლებს მთელ ლუგანსკის ოლქს, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს კი მხოლოდ ნაწილობრივ. „ჩნდება კითხვა: როგორი იქნება ეს სიტუაცია მომავალში? რა არის რეალური ტერიტორიული მიღწევები?“, – განცხადა კელოგმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ომის მოგვარების ნებისმიერ ვარიანტში მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს დე ფაქტო და დე იურე კონტროლი. რუსეთის ფედერაცია ფიზიკურად იმყოფება დაპყრობილ ტერიტორიებზე და არ აპირებს მათ დატოვებას, მაგრამ იურიდიულად ეს მიწები უკრაინის ნაწილად რჩება. „აქ საჭიროა, გაიმიჯნოს დე ფაქტო და დე იურე. დე ფაქტო ნიშნავს, რომ მათ ფიზიკურად დაიკავეს ტერიტორია და არსად წავლენ, მაგრამ დე იურე ვერ იტყვით, რომ თქვენ სრულად მოახდინეთ მისი ანექსია. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად. სწორედ ასეთი რთული დისკუსიები კიდევ გვაქვს ჩასატარებელი“, – განაცხადა კელოგმა. კელოგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტის საძიებლად საჭიროა, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის პოზიციების გაგება, ასევე კომპრომისის პოვნა, რომელიც ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს ორივე მხარეს. „ვფიქრობ, რომ საჭიროა მივიღოთ ის, რასაც შეიძლება, ტექნიკური ამოცანა ეწოდოს. რა სურთ უკრაინელებს? რა სურთ რუსებს? შემდეგ ღირს ამ პოზიციების შეჯერება და ისეთი ვარიანტის პოვნა, რომელიც, შესაძლოა, ორივე მხარეს დააკმაყოფილებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერცერთი ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს“, – თქვა კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)