|
2025-03-27 11:03:38, 1738 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის 97-ე სეზონის გენერალური სპონსორია
ბაზისბანკს და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის პარტნიორობა, თეატრის 97-ზე სეზონზეც გრძელდება. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, წელს, უკვე მეოთხედ, გენერალურ სპონსორობას გაუწევს თეატრს და საინტერესო პროექტებით დატვირთულ თეატრალურ სეზონს შესთავაზებს მაყურებელს. ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის პერიოდში, მარჯანიშვილის თეატრს, ერთგული მაყურებლისთვის, დაგეგმილი აქვს რამდენიმე პრემიერა. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო გასტროლი. 2025 წლის 5 აპრილს გაიმართება პრემიერა დარიო ფოს პიესის მიხედვით - „არ გვიხდით?! არ გადავიხდით“, რეჟისორი ლაშა შეროზია. ასევე, წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი პრემიერები: პროსპერ მერიმეს ნოველის მიხედვით ქორეოგრაფიული სპექტაკლი „კარმენი“, რეჟისორი გია მარღანია; ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით „გონების თამაშები“, რეჟიოსორი დავით ჭახრაკია. „მარჯანიშვილის თეატრისთვის უმნიშვნელოვანესია ბაზისბანკის მხარდაჭერა. ჩვენი ოთხწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბევრი საინტერესო სპექტაკლი თუ პროექტი განხორციელდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება და ერთად ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს“.- განაცხადა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი მარგველაშვილმა. „ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი, აგრძელებს მარჯანიშვილის თეატრთან პარტნიორობას. გასული წარმატებული სეზონების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა ქართული თეატრისთვის. დარწმუნებული ვარ, ბაზისბანკის მხარდაჭერით, მომავალ სეზონზეც არაერთ საინტერესო პროექტს იხილავს მარჯანიშვილის თეატრის მაყურებელი“. - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა თეატრებთან. ბანკი გენერალურ სპონსორობას უწევს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრს, თოჯინების თეატრების გაერთიანებას და თოჯინების სახლს. მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)