|
2025-03-26 09:58:59, 576 ნახვა
პოლიტიკა
გოკა გაბაშვილი - რუსები და ბოლშევიკები დღეს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გიორგი (გოკა) გაბაშვილი აცხადებს, რომ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა. მისი თქმით, „წულუკიანის კომისიამ“ 29 მარტის სხდომაზე დაიბარა, თუმცა „კლოუნებთან მისვლას“ და რამის ახსნას არ აპირებს, რადგან „მათი ცირკის დირექტორის ვინაობა” ცნობილია. „წულუკიანის „კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29- ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო. ევროსაბჭოს რეზოლუცია „1633“ იგულისხმება, როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა, მაშინ დარბაზი დატოვეს, პროტესტის ნიშნად. ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და „კომისია” მოაწყვეს. რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა”, - წერს გაბაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)