|
2025-03-25 11:51:06, 615 ნახვა
პოლიტიკა
კუპრაძე საგამოძიებო კომისიის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებაზე - ეს არის ცირკი, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“
ეს არის ცირკი, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური, პროპაგანდული მიზნების გათვალისწინებით, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიაში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარება. მისი განცხადებით, ხელისუფლების მუქარის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არანაირი ტიპის წინააღმდეგობის არ ეშინიათ. „რითაც არ უნდა დაიმუქროს „ქართულმა ოცნებამ“, არალეგიტიმურ პარლამენტთან სრული, რაიმე ტიპის ნებისმიერი თანამშრომლობა არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობით, ძალადობით, პოლიტიკური დევნით იმუქრებიან, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არ ეშინია არანაირი ტიპის წინააღმდეგობის იმიტომ, რომ მეორე მხარეს დევს საქართველოს ეროვნული ინტერესი“, - განაცხადა კუპრაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და "ამ ცირკში მონაწილეობას" არ აპირებს. ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ არასდროს გაჰქცევია მართლმსაჯულებას. ხაზარაძე ხელისუფლებას ურჩევს, თუ რამე აქვთ გასარჩევი, სასამართლოს მიმართონ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)