|
2025-03-25 10:59:50, 657 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს
საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს „მაგნატის“ საქმის განხილვა. ამ წუთებში, სხდომაზე შპს „მაგნატის“ მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს უსმენენ. „შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ჯემალ ლეონიძემ მრავალმილიონიანი ქონება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაკარგა უკანონო პროცედურების შედეგად. ერთ მშვენიერ დღეს ის აღმოჩნდა საპატიმროში. ის ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამართლდა და დადასტურდა სასამართლოს ყველა ინსტანციაში, რომ ტყუილად იჯდა საპატიმროში და მოიხადა არაერთი წელი ტყუილ-უბრალოდ“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა. ამასთან, სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ცნობისთვის, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)