|
2025-03-24 17:21:41, 1114 ნახვა
ეკონომიკა
ერთად ვიმოგზაუროთ წიგნის სამყაროში - საქართველოს ბანკი ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში დათო ტურაშვილთან შეხვედრებს გამართავს
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 28-30 მარტს საქართველოს სამ ქალაქში - ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში - წიგნების სამყაროში სამოგზაუროდ დათო ტურაშვილთან შეხვედრებს მართავს. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. შეხვედრების სერიის ფარგლებში, დათო ტურაშვილი განათლების, ლიტერატურისა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. ამასთან, გაიმართება კითხვა-პასუხის სესია, გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მათ საჩუქრად გადაეცემათ დათო ტურაშვილის მიერ ხელმოწერილი წიგნები. შეხვედრები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე: ქუთაისი - 28 მარტი, 19:00 საათი სასტუმრო ქუთაისი ინნ - 2, აღმაშენებლის ქუჩა ფოთი - 29 მარტი, 16:00 საათი ფარნავაზ მეფის #6 ზუგდიდი - 30 მარტი, 16:00 საათი სასტუმრო ლეთო - 31 ზვიად გამსახურდიას გამზირი დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)