|
2025-03-20 11:00:20, 697 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, Data გუნდთან თანამშრომლობით, GetData-ს სასწავლო პროგრამას იწყებს. ციფრული ეპოქა, რომელშიც მონაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, საჭიროებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მიუხედავად ამ მზარდი მოთხოვნისა, საქართველოს ბაზარზე მონაცემთა ანალიტიკისა და მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით კადრების დეფიციტი შესამჩნევია. სწორედ ამიტომ, თიბისი IT აკადემია, Data გუნდთან თანამშრომლობით, იწყებს GetData-ს, სასწავლო პროგრამას, რომელიც 18 წლიდან ყველა დაინტერესებულ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, საფუძვლიანად შეისწავლონ მონაცემთა ანალიტიკა და მისი პრაქტიკული გამოყენება. აღსანიშნავია, რომ კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ, ხოლო ონლაინ სწავლება კი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მთელი საქართველოდან. GetData ეს არის სრულიად პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამა, სადაც სტუდენტები:
პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენ თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსთა გუნდში დასაქმებას, სადაც რეალურ პროექტებზე მუშაობით გააგრძელებენ პროფესიულ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემიამ ახლახანს დაასრულა მონაცემთა ინჟინერიის 5-თვიანი კომპლექსური ბუთქემფი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიასთან მუშაობას ასწავლიდა სტუდენტებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა ნაწილი უკვე წარმატებით დასაქმდა და მონაცემთა ინჟინერიის სფეროში აგრძელებს კარიერას. თიბისი ბანკისთვის მონაცემების სფეროს განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია. თიბისი IT აკადემია და Data გუნდი აქტიურად თანამშრომლობენ, რათა შექმნან ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მონაცემთა სპეციალისტების ახალი თაობა. GetData და მონაცემთა ინჟინერიის ბუთქემფი ამ ეკოსისტემის გამყარებისა და ბაზრის მოთხოვნებზე საპასუხოდ შექმნილი ინიციატივებია, რომლებიც ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს, ხოლო ტექნოლოგიურ კომპანიებს კვალიფიციურ ტალანტებს. ეწვიე თიბისი IT აკადემიის ვებ-გვერდს და დარეგისტრირდი 30 მარტის ჩათვლით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)